ბავშვთა ასაკში მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენური მოვლის სწორი უნარ-ჩვევების დროული სწავლება და ჩამოყალიბება.
ბავშვებისათვის სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი სასურველია მისი ფსიქოლოგიური შემზადებით დაიწყოს.
სარძევე კბილები მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობისათვის, ისინი ეხმარებიან მას ღეჭვასა და საუბარში.
სარძევე კბილი სამომავლოდ ადგილს უმზადებს მუდმივ კბილს, თუ ის ნაადრევად ამოვიღეთ, მუდმივი კბილისათვის განკუთვნილი სივრცე იკარგება, რაც მომავალში ბავშვს უყალიბებს არასწორ თანკბილვას.
სწორედ ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ადრეული ასკიდან პირის ღრუს მოვლა.
ჩვენი პატარა პაციენტების ყველაზე საყვარელი ექიმი: რუსლან ტარიელაძე